ელისონ დიუბუა
ელისონ დიუბუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1972 (52 წლის) |
დაბადების ადგილი | ფინიქსი |
საქმიანობა | ექსტრასენსი და მწერალი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საიტი | allisondubois.com |
ელისონ დიუბუა (დ. 24 იანვარი, 1972) — ამერიკელი მწერალი, რომელიც ამტკიცებს, რომ მედიუმის ნიჭითაა დაჯილდოებული. მრავალი წელია, ის აშშ-ის პოლიციას ეხმარება დამნაშავეთა ამოცნობასა და დაკავებაში. სერიალ „მედიუმში“ მთავარი როლის შემსრულებელი პატრიცია არკეტი ელისონს განასახიერებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელისონ დიუბუა დაიბადა 1972 წლის 24 იანვარს ფენიქსში, არიზონა. 1990 წელს დაამთავრა Corona del Sol High School. კოლეჯში სწავლისას მუშაობდა საოლქო პროკურორის ოფისში სტაჟიორად. დაამთავრა Arizona State University და მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში [1].
ელისონი თავის თავს უწოდებს მედიუმს და არა ექტრასენს, რადგან თვლის რომ ეს ტერმინი იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. ის ამტკიცებს რომ გარდაცვლილთა სულებთან საუბარი 6 წლის ასაკიდან შეუძლია[1]. მისი თქმით ამ უნარს იყენებს რათა დაეხმაროს გარდაცვლილებს მათ ცოცხალ ახლობლებთან დაკავშირებაში. ის აგრეთვე ეხმარება პოლიციას დანაშაულთა გამოძიებაში[2].
ელისონ დიუბუა მონაწილეობს სხვადასხვა გამოკვლევებში არიზონას უნივერსიტეტში. სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა გარი შვარტცმა განაცხადა რომ კვლევები ადასტურებენ ელისონ დიუბუას უნარებს. მისი თქმით ელისონმა ზუსტად აღწერა მისი გარდაცვლილი მეგობარი. ერთ-ერთ ინტერვიუზე ელისონმა განაცხადა რომ კავშირი დაამყარა ინგლისელი ქალის გარდაცვლილ ქმართან. იმ ქალმა ჩანაწერის ნახვის შემდეგ დაადასტურა, რომ ელისონის მიერ ნათქვამის 80% შეესაბამება სინამდვილეს[3]. შვარტცმა თავისი კვლევები გამოაქვეყნა წიგნში The Truth About Medium[4].
სერიალი „მედიუმი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალი „მედიუმი“ გამოდიოდა 2005-2011 წლებში ტელეარხებზე NBC და CBS და ეფუძნება ელისონ დიუბუას წიგნს Don't Kiss Them Good-Bye[5].
სერიალში ელისონ დიუბუას როლს თამაშობს მსახიობი პატრიცია არკეტი.
მიუხედავად განსხვავებებისა ელისონ დიუბუას პერსონაჟსა და მის რეალურ ცხოვრებას შორის მაინც ბევრი მსგავსებაა. სერიალშიც მის ქმარს ჰქვია ჯო და აეროინჟინერია. ასევე როგორც რეალობაში ისევე სერიალში მას ჰყავს სამი ქალიშვილი, თუმცა განსხვავდება მათი სახელები (სერიალში მათ ჰქვიათ არიელი, ბრიჯიტი და მარი).
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- DuBois, Allison (2005). Don't Kiss Them Good-bye. New York: Simon & Schuster. ISBN 978-0-7432-8228-4. OCLC 58051272.
- DuBois, Allison (2006). We Are Their Heaven: Why the Dead Never Leave Us. New York: Simon & Schuster. ISBN 978-0-7432-9113-2. OCLC 67767350.
- DuBois, Allison (2007). Secrets of the Monarch: How the Dead Can Teach Us About Living a Better Life. New York: Fireside Books. ISBN 978-0-7432-9114-9. OCLC 137222773.
- DuBois, Allison (2011). Talk To Me--What the Dead Whisper in Your Ear. Phoenix, Arizona: STTT, Inc.. ISBN 978-0-9761535-1-1. OCLC 742361932.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AllisonDuBois.com დაარქივებული 2013-03-19 საიტზე Wayback Machine.
- CBS.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Allison DuBois დაარქივებული 2014-08-09 საიტზე Wayback Machine. at about.com
- ↑ Patricia Arquette channels real-life psychic Allison Dubois—and the dead—in NBC's Medium. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2013-03-10.
- ↑ "Is Medium's Psychic the Real Deal?", TV Guide
- ↑ Editorial Commentary Internet Archive, Retrieved February 9, 2007
- ↑ Huddleston, Kathie. (May 20, 2009) CBS schedule: Medium lives, Ghost Whisperer gets season 5. SciFi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-22. ციტირების თარიღი: 2009-05-21.