ელიმუსი[1] (ლათ.Elymus) — ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მცენარეებია, სიმაღლეში 2 მეტრამდე, ჩვეულებრივ, წარმოქმნიან ხშირ კორდებს. თავთუნები (2–9 ორსქესიანი ყვავილით) სათითაოდ სხედან ყვავილედის ღერძზე, იშვიათად 2–3-ად, და წარმოქმნიან 30 სმ-მდე სიგრძის რთულ თავთავს. ცნობილია 100-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს არატროპიკულ სარტყლებში და ტროპიკების ზოგიერთ მთიან რაიონში. ბევრი ელიმუსი ძვირფასი საკვები მცენარეა, ზოგიერთი სახეობა წარმატებითაა კულტივირებული.[2]