ეკონომეტრიკა
ვიკიპედიიდან
| ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში შესაბამისი შიდა ბმულების მითითებით. ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ. |
ეკონომეტრიკა (ინგლ. Econometrics) წარმოადგენს ეკონომიკის სფეროს, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური თეორიების ემპირიულ ანალიზს მათემატიკური სტატისტიკისა და მასზე დაყრდნობილ დასკვნათა მეთოდების გამოყენებით.
ეკონომეტრიკამ ფართო გამოყენება ჰპოვა ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მახასიათებლების პროგნოზირების კუთხით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი. ეკონომეტრიკისადმი მზარდი ინტერესია სხვა მეცნიერებებშიც, რაც ძირითადად გამოიხატება ეკონომიკური ტიპის ინდიკატორთა კავშირის შესწავლით სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტთან. ამ მხრივ, აღსანიშნავია ნაშრომთა უზარმაზარი სერია განათლების სფეროში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იკვლევს თუ რა გავლენა აქვს აკადემიური განათლების ყოველ შემდგომ წელიწადს ინდივიდის სამომავლო შემოსავალზე. კარგ მაგალითს წარმოადგენს ასევე ეკონომეტრიკის ვიწრო მიმართულება, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური კამპანიის დანახარჯების ზეგავლენის შესწავლით არჩევნების საბოლოო შედეგზე.

