ეკვილიბრიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკვილიბრიუმის ბიბლიოთეკა სოფელ ნიქოზში

ეკვილიბრიუმი — საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც დაფუძნებულია 2012 წელს. იდეის ავტორი და ინიციატორია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე[1].

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანია საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლება. ეკვილიბრიუმი გულისხმობს სადისკუსიო სივრცეების შექმნას, რეგიონალური, სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით შევსებას, სოციალური საწარმოებების შექმნას, საგანმანათლებლო ღონისძებების გამართვას. ბოლო მონაცემებით ორგანიზაციამ, 400-მდე სოფელს გადასცა წიგნები და ქვეყნის გარეთ 15-მდე ბიბლიოთეკაში გახსნა ქართული წიგნის კუთხე.

რეგიონში, ეკვილიბრიუმი „სკვერის ბიბლიოთეკებს“ ე. წ. მინი-ბიბლიოთეკებს აწყობს, სადაც განთავსებული წიგნებით, ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს. მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი წაიღონ და შემდეგ უკან დაააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში ახალი წიგნიც დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული[2][3].

ეკვილიბრიუმის პარტნიორებ არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; რეგიონალური მუნიციპალიტეტები; რუსთაველის თეატრი.

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს მოძრაობა ეკვილიბრიუმი საზოგადოებრივი მაუწყებლის სახალხო გამოკითხვაში „წლის საუკეთესო“ (ნომინაცია „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“) ხალხის რჩეული გახდა[4].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]