საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
| საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი | |
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი |
|
| დაარსების თარიღი | |
|---|---|
| ტიპი |
ტელე-რადიომაუწყებელი |
| იურიდიული სტატუსი | |
| მიზანი/მიმართულება |
დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. |
| სათაო ოფისი |
0171. მ. კოსტავას ქ. №68 |
| ადგილმდებარეობა | |
| ემსახურება რეგიონს |
|
| ოფიციალური ენები |
ქართული |
| მთავარი ორგანო | |
| ვებ-საიტი | |
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სსმ — ეროვნული ტელე- და რადიომაუწყებლობის კომპანია საქართველოში, შექმნილი სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის რეორგანიზაციის ბაზაზე, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (23 დეკემბერი, 2004). კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს: პირველი არხი (1956), და მეორე არხი (1991) და „პირველი კავკასიური“/„Первый Кавказский“ (2010), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი–ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.
2004 წელს მაუწყებლობის კანონის მიღებით დაიწყო საქართველოს ტელევიზიის სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადაყვანის პროცესი. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი, თამარ კინწურაშვილი, „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, მოგვიანებით სსმ-ის პირველ გენერალურ დირექტორად აირჩიეს. 2008 წლის 4 აპრილიდან[1], 2009 წლის 20 ივლისამდე[2] თანამდებობა ლევან ყუბანეიშვილს ეკავა. 2009 წლის 10 აგვისტოდან სსმ-ს გენერალური დირექტორია გიორგი ჭანტურია[3].
[რედაქტირება] რეკვიზიტები
- მისამართი: საქართველო, თბილისი, 0171. მ. კოსტავას ქ. 68
- ტელეფონი: (+995 32) 409 477;
- ფაქსი: (+995 32) 409 377;
- ელ-ფოსტა: pr@gpb.ge; info@gpb.ge
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ “საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 4 აპრილი 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009.
- ↑ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი გადადგა“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 20 ივლისი 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009.
- ↑ “საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 10 აგვისტო 2009. წაკითხვის თარიღი: 13 აგვისტო 2009.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის