ეკატერინა გუსევა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინა გუსევა
Екатерина Гусева
Yekaterina Guseva.jpg
მსახიობი ეკატერინა გუსევა
დაბ. სახელი ეკატერინა გუსევა
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
დაბ. თარიღი 9 ივლისი 1976
საქმიანობა მსახიობი
წლები 1997–დღემდე

ეკატერინა კონსტანტინეს ასული გუსევა (რუს. Гусева, Екатерина Константиновна; დ. 9 ივლისი 1976, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. რუსეთის დამსახურებული არტისტი (2009).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ეკატერინა გუსევა დაიბადა 1976 წლის 9 ივლისს ქალაქ მოსკოვში. მამამისი კონსტანტინ გუსევი პროფესიით მკერავია, ხოლო დედამისი თამარა გუსევა მუშაობს ქალაქ მოსკოვის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ინსპექციაში მთავარ ინსპექტორად.[2] სკოლაში სწავლების პერიოდში ეკატერინამ თავი მოსინჯა არაერთ საქმიანობაში, მათ შორის გიმნასტიკაში, ციგურებით სრიალში, ცურვაში, ცეკვაში, სასკოლო თეატრში. ჩაბარებას აპირებდა მოსკოვის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა ერთ-ერთი სასკოლო გამოსვლის დროს იგი შენიშნა ევგენი სიმონოვის ასისტენტმა, რომელმაც ეკატერინას შესთავაზა ჩაებარებინა ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992 წელს ეკატერინა გუსევამ ევგენი სიმონოვის კურსებზე ჩააბარა.

1997 წელს გუსევამ მიიღო დიპლომი, და ამავე წელსვე შეასრულა მთავარი როლი ფილმში „გველის წყარო“. შემდეგ გუსევამ გადაინაცვლა მარკ როზოვსკის თეატრში, სადაც ოთხი წელი იმუშავა. შემდეგ გუსევა გადავიდა Nord-Ost-ის მიუზიკლში. 2002 წელს ეკატერინა გუსევამ მონაწილეობა მიიღო რუსულ ტელესერიალში „ბრიგადა“, სადაც შეასრულა სერიალის მთავარი გმირის მეუღლის როლი. 2002 წელს Nord-Ost-ის პარტნიორებთან ერთად გუსევამ „დაიპყრო“ ჩრდილოეთი პოლუსი, სადაც −40°C იმღერა კიდეც. აღნიშნული ფაქტი შეტანილია რუსეთის გინესის რეკორდების წიგნში.[3]

2003 წლიდან გუსევა მოსსოვეტის მსახიობია. ბოლო წლებში არაერთ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, მ.შ. აღსანიშნავია „180-დან და ზევით“, „გაქცეულები“, „მადლობა სიყვარულისთვის“, „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა“, „მე რომ მყვარებოდი“ და სხვ. 2011 წელს მიიღო მონაწილეობა ტელესერიალ ბრიგადის გაგრძელებაში „ბრიგადა 2“.

2004-2011 წლებში ეკატერინა გუსევა იღებდა ჟურნალისთვის „Maxim“.[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

1996 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ვლადიმერ აბაშკინთან. ვლადიმერ აბაშკინი ბიზმესმენია, რომელიც ფლობს სამხატვრო-საწარმოო ფირმას „Base-Beauty“, რომელიც ამზადებს დეკორაციებს სპექტაკლებისთვის. კლიენტებს შორის არიან ალა პუგაჩოვა, იოსებ კობზონი, ფილიპ კირკოროვი, სოფია როტარუ და შოუბიზნესის სხვ. ვარსკვლავები.[5][6][7]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1997 გველის წყარო Змеиный источник დინა
1998 სამოთხის ვაშლი Райское яблочко ოფიციანტი
1998 ბილბორდები Billboard ტანია
1999 სიკვდილის დირექტორია Директория смерти მარინა
2000 გაჩერება მოთხოვნის შემდეგ Остановка по требованию
2001 თეთრკანიანი მატყუარა Бледнолицый лжец ნასტია
2001 დაბადების დღეს გილოცავ ლოლა! С днём рождения, Лола! ლოლა
2001 სებასტიან ბახოვის ინტიმური ცხოვრება Интимная жизнь Севастьяна Бахова კატია
2002 ბრიგადა Бригада ოლგა
2002 დამცველი Щит Минервы მარგო
2003 ცა და მიწა Небо и земля მარინა
2003 ვეძებ პატარძალს Ищу невесту без приданого ვერა
2004 კურსანტები Курсанты ლიზა
2004 ზემოთ მასლოვკაზე На Верхней Масловке კატია
2004 180-დან და ზევით От 180 и выше ოქსანა
2005 ესენინი Есенин ავგუსტა
2005 ნადირობა იზუბრიზე Охота на изюбря ირინა
2006 პიკის საათი Час пик ქსენია
2006 ფლეშ.კა Флэш.ка ვიკა
2007 ის, იგი და მე Он, она и я მაშა
2007 შარფი Платки ანა
2007 გამოქცეული Беглянки ანა
2007 მადლობა სიყვარულისთვის Спасибо за любовь ლარა
2007 ტანკერ ტანგო Танкер Танго ანა
2007 დივერსანტი. ომის დასასრული Диверсант. Конец войны
2008 ცხელი ყინული Жаркий лёд ნატაშა
2008 გადაარჩინეთ ჩვენი სულები Спасите наши души ნადეჟდა
2009 ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა Человек, который знал всё ირინა
2009 ფოტოგრაფი Фотограф ალა
2009 გასეირნება პარიზში Прогулка по Парижу პოლინა
2009 ბზობა Вербное воскресенье მარგარიტა
2009 მე რომ მყვარებოდი Если бы я тебя любил ტანია
2011 ლექტორი Лектор
2011 ოქროს თევზი ქალაქში N Золотая рыбка в городе N მარუსია
2011 ბრიგადა 2 Бригада 2 ოლგა

ნომინაციები და ჯილდოები[რედაქტირება]

  • ნომინაცია პრემიაზე „ოქროს ნიღაბი“ (2003)
  • პრიზი „ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი“ (ბრიგადა) (2004)
  • თეატრალური პრემიის ლაურეატი „ჩაიკა" ნომინაციაში „მაცდური ქალი“ (2005)
  • რუსეთის დამსახურებული არტისტი (2009)[1].
  • ლაურეატი ინტერნეტ პრემიისა „ჟორჟი“ ნომინაციაში რუსეთის საუკეთესო მსახიობი (2010)[8]
  • პრიზი „საუკეთესო ქალის როლი“ ფილმისთვის „ოქროს თევზი ქალაქში N“ (2010)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]