ეიაფიალაიეკული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვულკანი აიუჰვედლეუკი 2010 წლის 21 მარტამდე.

ეიაფიალაიეკული, ეჷჲაფჲალაჲოკული, ეიაფიადლაიოკუდლი (ისლ. Eyjafjallajökull (listen ) — ერთ-ერთი მცირე ვულკანი ისლანდიის ტერიტორიაზე. მისი სიმაღლე შეადგენს 1,666 მეტრს. გამყინვარების პერიოდის შემდეგ ამ ვულკანის ამოფრქვევები, შედარებით ხშირად ხდება.

ეიაფიალაიეკულის წვერზე მდებარეობს ყინულის დიდი მასა, ხოლო სამხრეთით არის ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლი, ვულკანი ზღვიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ამ მიდამოების სიახლოვეს არის ისლანდიის ჩანჩქერი, სკოუგაფოსი. აქ საკმაოდ ცოტა ადამიანი ცხოვრობს.

ვულკანის კრატერის დიამეტრი შეადგენს 3–4 კილომეტრს, პირველი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 920 წელს, შემდგომი ამოფრქვევები მოხდა 1612 და 1821-1823 წლებში.[1] ეიაფიალაიეკულის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2010 წლის 20 მარტს და 14 აპრილს. ვულკანის ირგვლივ არსებული ტერიტორიიდან ევაკუირებული იქნა 500 ადამიანი. ამ ამოფრქვევის შემდეგ ატმოსფეროში გავრცელებული ფერფლის გამო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა.

27 მარტი 2010 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ფოტოები
ვიდეობი

სქოლიო[რედაქტირება]