ევინოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 92 კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ვარდუსიას მთა |
| ჩაედინება | კორინთის ყურე |
| ქვეყნები | |
ევინოსი (ბერძნ. Εύηνος) — მდინარე დასავლეთ საბერძნეთში. გაედინება ეტოლია და აკარნანიას ნომის ტერიტორიაზე. სათავეს იღებს ეტოლია და აკარნანიის, ევრიტანიის, ფთიოტიდისა და ფოკიდის ოლქების საზღვრებს შორის, სოფელ არტონინასთან ახლოს. სიგრძე 92 კმ. მდინარე პირველად მოხსენებულია ჰომეროსის ეპოქაში და ცნობილი იყო ძველ დროში.
ევინოსზე არსებობს ამავე სახელწოდების წყალასაცავი. მიედინება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთისაკენ. ერთვის კორინთის ყურეს.
მდინარეზე გაშენებულია ხიდები. გამოსადეგია სპორტული ღონისძიებებისათვის.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Evinos River on GTP Travel Pages (in English and Greek)