ედმუნდ კემპერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედმუნდ ემილ კემპერ III (ინგლ. Edmund Emil Kemper III; დ. 18 დეკემბერი, 1948, კალიფორნია) — ამერიკელი სერიული მკვლელი და ნეკროფილი, რომელიც 1970-იან წლებში მოქმედებდა კალიფორნიის ტერიტორიაზე. მისი კრიმინალური საქმიანობა თავისი ბებიისა და ბაბუის მკვლელობით დაიწყო, როდესაც ის იყო 15 წლის. კემპერმა მოგვიანებით სანტა კრუზში მოკლა და დაანაწევრა ექვსი მდედრობითი სქესის მეგზური, რომლებიც ავტოსტოპით მგზავრობას ცდილობდნენ. შემდეგ მან მოკლა დედა და მისი ერთ-ერთი მეგობარი.

ამასთან, კემპერი გამორჩეული იყო კარგი გარეგნობით და მაღალი ინტელექტით, სიმაღლით 6 ფუტი და 9 დუიმი (2,06 მ.), წონა 300 ფუნდი (140 კგ.), ხოლო IQ ჰქონდა დაახლოებით 140.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება]

კემპერი დაიბადა კალიფორნიის ქალაქ ბურბანკში. ის იყო შუათანა შვილი და ერთადერთი ვაჟი ედმუნდ ემილ კემპერ უფროსისა (დ. 1919 — გ. 1985) და კლარნელ სტეიჯის (დ. 1921 — გ. 1973). ბავშვობაში ის იყო ძალიან ნათელი გონების, თუმცა ამასთანავე გამოიჩეოდა ზოოსადიზმით. გავრცელებული ინფორმაციით მან 13 წლის ასაკში სასიკვდილოდ დასერა თავისი კატა. ის ატარებდა უჩვეულო სექსუალურ აქტებს თავისი დის თოჯინებთან და წარმოაჩენდა ბნელ ფანტაზიებს. მოგვიანებით კემპერი იხსენებდა რომ მისმა უფროსმა დამ ჩააგდო საცურაო აუზის ღრმა ნაწილში და მხოლოდ ბრძოლით მოგერიების შემდეგ შეძლო დახრჩობისგან გადარჩენა. ასევე, მანვე უბიძგა რამდენიმე იარდში მყოფ მატარებლის წინ.

კემპერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან და ამიტომ, 1957 წლის მშობლების განქორწინებისა და მისი მონტანაში დედისთვის მიკუთვნების შემდეგ დარჩა განადგურებული. მას დედასთან საშინელი ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც მას გამუდმებით ამცირებდა და შეურაცხყოფდა. ხშირად კემპერს სარდაფშიც კეტავდნენ დასაძინებლად, რადგან დედას ეშინობა რომ ის გააუპატიურებდა მის უმცროს დას. ეს ამტკიცებს იმას, რომ დედას ჰქონდა ფსიქიკური მოშლილობა.

1963 წლის ზაფხულში კემპერი გაიქცა სახლიდან კალიფორნიის ქალაქ ვან-ნუისში მამის მოსაძებნად. აქ მან შეიტყო რომ მამამისი ხელახლა იყო დაქორწინებული და ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი. კემპერი ცოტა ხნით ცხოვრობდა მამასთან, სანამ ცოტა ხანში მან უკან არ გაგზავნა დედასთან მონტანაში. დედამ აღარ ისურვა კემპერს მასთან ეცხოვრა და თავის მხრივ გაგზავნა თავის მშობლებთან კალიფორნიაში, სადაც მათ ჰქონდათ 6,9 ჰექტარის მიწის ნაკვეთი და ფერმა. კემპერს სძულდა ეს ადგილი. ბაბუას ის იხსენებდა როგორც მიხრწნილს, რადგან ბებია ქმარს და მას "მუდმივად ამცირებდა და თავის ნებაზე ატარებდა".

პირველი მკვლელობა[რედაქტირება]

1964 წლის 27 აგვისტოს კემპერის ბებია იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და მუშაობდა თავის უკანასკნელ საბავშვო წიგნზე, როდესაც მან და კემპერმა დაიწყეს კამათი. საბოლოოდ კემპერმა ესროლა მას პირდაპირ თავში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით კემპერმა სროლის შემდეგ სამზარეულოს დანაც ჩაასო მას). ამ დროს ბაბუა სურსათის საყიდად იყო წასული და როდესაც ბრუნდებოდა, კემპერი გავიდა გარეთ და შემოსასვლელ გზაზე მომავალი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ კემპერმა დაურეკა დედას, რომელმაც აიძულა პოლიცია გამოეძახებინა.

დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ "მას სურდა ენახა რა გრძნობას მიიღებდა თუ მოკლავდა ბებიას", ხოლო ბაბუა მოკლა იმიტომ, რომ ის გაუბრაზდებოდა ბებიის მოკვლის გამო.

15 წლის ასაკში კემპერს მიუსაჯეს ატასკადეროს სახელმწიფო საავადმყოფოში იძულებით მკურნალობა, სადაც დაუმეგობრდა თავის ფსიქოლოგს და გახდა კიდეც მისი დამხმარე. ტესტებს, რომლებსაც იმ დროს უტარებდნენ, აჩვენა რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) იყო 136. მოგვიანობით, მოწიფულობისას მან მიაღწია 145-მდე. კემპერი სასჯელისგან გათავისუფლდა 1969 წელს დაახლოებით 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ. ექიმთა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კემპერი დატოვეს დედის მეთვალყურეობის ქვეშ. მოგვიანებით კემპერმა დაუმტკიცა ფსიქოლოგებს რომ ის იყო გამოჯანმრთელებული და მისი ადრეული წარმოდგენები და შეხედულებები — გაქარწყლებული.