ეგორ კრასილნიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგორ კრასილნიკოვის სახლი
რუს. Особняк Егора Красильникова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი XIX საუკუნე

ეგორ კრასილნიკოვის სახლი (რუს. Особняк Егора Красильникова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პირველი მაისის ქუჩისა და მე-18 ქუჩის გადაკვეთაზე. აგებულია XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ეკლექტიკის სტილში. სახლი ეკუთვნოდა ვაჭარ ეგორ კრასილნიკოვს[1]. ამჟამად შენობაში განთავსებულია ქალთა კონსულტაცია. ეგორ კრასილნიკოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2][3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი სოფიის 1-ელ ქუჩაზე (ამჟამად პირველი მაისის ქუჩა) ააშენეს ვაჭარ ეგორ კრასილნიკოვის დაკვეთით. სახლში იგი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. სახლში ზოგჯერ იმართებოდა ბალ-მასკარადები და მიღებები. დარბაზის ფანჯრები გადიოდა სოფიის პირველ ქუჩაზე. იქ მდებარეობდა გალერეა ბალუსტრადით სადაც იმყოფებოდნენ მუსიკოსები. მეთვრამეტე ქუჩის გასწვრივ მდებარეობდა საძინებლები, საბავშვო ოთახები, კაბინეტი და სხვა სათავსოები. ნახევრად სარდაფულ სართულზე განთავსებული იყო სამზარეულო, სამრეცხაო და მოსამსახურეების ოთახი. თავლა, ეტლების ფარდული და საყინულე განთავსებული იყო ეზოში[1].

1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. სახლში კი განათავსეს მშიერი ხალხის დახმარების სპეცპუნქტი. 1927 წელს სახლში განათავსეს ქალთა კონსულტაცია[1]. 1943-1954 წლებში ეგორ კრასილნიკოვის ყოფილ სახლში მოქმედებდა პოლიკლინიკა. 1954-1976 წლებში კი ბავშვთა კონსულტაცია. 1976 წლიდან დღემდე კი ნაგებობაში კვლავ ქალთა კონსულტაცია მოქმედებს[4]. 2015 წლის 29 მარტს სახლს ხანძარი გაუჩნდა[5].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგორ კრასილნიკოვის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. ერთსართულიანი ნაგებობის მთავარი ფასადი გადის პირველი მაისის ქუჩაზე. მისი შუა ნაწილი აღდგენილია და სრულდება ატიკით. სახურავის კუთხეებში დგას ოთხფერდა გუმბათები. სახლი მდიდრულადაა შემკობილი რელიეფური და თაბაშირის ფიგურებით. მთელი გაფორმება შეიცავს ბაროკოსა და რენესანსის ელემენტებს. სახლს გააჩნია დაგეგმარების კორიდორული სისტემა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 91—93. — ISBN 5-8456-0489-3.
  2. რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-10-10.
  4. Пролетарский район. Памятники архитектуры района. rostov-gorod.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-11.
  5. В Ростове горела женская консультация и гаражи