ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
46°33′51″ ჩ. გ. 40°39′39″ ა. გ. / 46.56417° ჩ. გ. 40.66083° ა. გ. / 46.56417; 40.66083
დაარსდა 1967
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ეგორლიკსკაია, როსტოვის ოლქი
დირექტორი დიმიტრი სამინი
Map
გარე სურათები
მუზეუმის დარბაზებში

ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Егорлыкский историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ეგორლიკის რაიონის სტანიცა ეგორლიკსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1967 წელს.

მუზეუმის მისამართი: 347660 , როსტოვის ოლქი, ეგორლიკის რაიონი, სტანიცა ეგორლიკსკაია, გრიციკის ქუჩა № 119.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის 1 სექტემბერ სახალხო დეპუტატთა აღმასკომმა სტანიცა ეგორლიკსკაიაში შექმნა შრომისა და საბრძოლო დიდების მუზეუმი. . მუზეუმში მოაგროვეს ექსპონატები, რომელიც დაკავშირებული იყო რაიონთან და მისი მოსახლეობის ისტორიასთან. მუზეუმი განათავსეს რაიონული კულტურის სახლში. კულტურის სახლში მუზეუმს ეკავა სამი ოთახი და ჰქონდა ცალკე შესასვლელიწლების განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა მუზეუმის საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმა.

2007 წლის 23 მარტიდან მუზეუმი გარდაიქმნა, როგორც კულტურის მუნიციპალური განყოფილება „ეგორლიკსკაიის შრომისა და საბრძოლო დიდების რაიონული მუზეუმი“.

2011 წლის 3 ნოემბრიდან კი გარდაიქმნა როგორც ეგორლიკის რაიონის მუნიციპალური საბიუჯეტო კულტურის განყოფილება „ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“. მუზეუმის მიზანია რაიონის მოსახლეობის სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილება.

ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის მუშაობის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამუზეუმო ფონდების დაცვა და შევსება. კულტურული და ადგილობრივი ტრადიციების დაცვა.

ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობით მუზეუმში იმართება გამოფემები, ექსკურსიები, კითხულობენ ლექციებს, იმართება საუბრები ეგორლიკის რაიონის კულტურის შესახებ.

მუზეუმის ექსპოზიციებში წარმოდგენილია რაიონის მცხოვრებთა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ფოტოები, ამავე პერიოდის იარაღი, უძველესი ჭურჭელი, ხატები, სამოვრები, სურათები, საბჭოთა სიმბოლიკა და სხვა მრავალი ექსპონატი.

2013წლიდან ეგორლიკსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის დირექტორია დიმიტრი სანინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]