დღიური (ერთეული)
დღიური — ფართობის საზომი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში; გულისხმობდა მიწის იმ რაოდენობას, რასაც გუთნეული ერთ დღეში მოხნავდა. დღიურის სიდიდეს განაპირობებდა სამუშაო დღის ხანგრძლივობა, გამწევი ძალა და ნიადაგის ხარისხი. ქართულ წყაროებში გვხვდება XVI საუკუნიდან. XIX საუკუნეში დღიური 0,39-0,5 ჰა უდრიდა. დღიურის ეკვივალენტური საზომი იყო "დღის მიწა", რომელიც წყაროებში XIII საუკუნიდანაა დადასტურებული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 663.