დუჟიანისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დუჟიანისებრნი (Cercopidae), მწერების ოჯახი თანაბარფრთიანისნაირთა რიგისა. აქვს 3-10 მმ სიგრძის ყავისფერი ან მწვანე, ზოგჯერ ლაქებიანი სხეული. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია ყველა მატერიკზე. საქართველოში 10 სახეობაა. ყველაზე ხშირად გვხვდება მურყნის დუჟიანა (Aphrophora alni) და ჩვეულებრივი დუჟიანა (Philaenus spumarius). ზრდასრული დუჟიანისებრნი კარგად ფრენენ და დახტიან; მატლი ნაკლებმოძრავია და თავისივე გამოყოფილ ქაფში ცხოვრობს. დუჟიანისებრნი იკვებებიან მცენარეთა წვენით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 655, თბ., 1978
სტატიის