დუელი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუელი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1891
გამოცემულია 1891

დუელი (რუს. Дуэль) — ანტონ ჩეხოვის ერთ-ერთი უდიდესი მოთხრობა ზომის მიხედვით. პირველად 1891 წელს გაზეთ „Новое время“-ში გამოქვეყნდა. მოთხრობის მოქმედება კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ხდება.

მოთხრობაზე მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანაფიქრის პირველი ხსენება, რომელიც „დუელის“ სიუჟეტს მოგვაგონებს, ჯერ კიდევ ჩეხოვის 1888 წლის წერილშია. კავკასიაში მოგზაურობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1888 წლის ნოემბერში ჩეხოვმა ალექსეი სუვორინს მიწერა: „ოჰ, როგორი მოთხრობა დავიწყე! ... სიყვარულის თემაზე ვწერ. ფელიეტონურ-ბელეტრისტიკური ფორმა ავირჩიე. პატიოსანმა ადამიანმა პატიოსან ადამიანისგან ცოლი წაიყვანა და ამის შესახებ თავის მოსაზრებას წერს; მასთან ცხოვრობს — მოსაზრება; შორდება — ისევ მოსაზრება. ცოტას ვსაუბრობ თეატრზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე, თანამედროვე ინტელიგენტის ამ ცხოვრებასთსან შეუთავსებლობაზე, პეჩორინზე, ონეგინზე, ყაზბეგზე“. მოთხრობაზე მუშაობა 1890 წლის ბოლოს, ჩეხოვის სახალინიდან მოსკოვში დაბრუნებისთანავე დაიწყო[1].

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მთავარი გმირები:
    • ივან ანდრეევიჩ ლაევსკი — 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაუთვითცნობიერებელი ტყუილი[2]. როგორც ალექსანდრე სკაბიჩევსკი წერს, ის არის „ზნეობრივად აღვირახსნილი, ზარმაცი და მექალთანე, … ბატონყმობის სამწუხარო მემკვიდრეობა“[3]. მოთხრობის ბოლოს ის მეტამორფოზას განიცდის და ის „სამაგალითო მოქალაქე“ ხდება.
    • ნადეჟდა ფედოროვნა — ლაევსკის საყვარელი. აკიმ ვოლინსკის აზრით ის არის „დაბალი ხარისხის ცოდვილი“, წარმოდგენილია „ფაქიზად, ჭკვიანურად და ოსტატურად“[4].
    • ფონ კორენი — ახალგაზრდა ზოოლოგი. მტკიცე ნატურის, მაგრამ ცოტა დესპოტური იდეალებით[2]. პოზიტივისტი, რომელიც ჰერბერტ სპენსერის ბუნებრივი გადარჩევის ხედვების ტრანსლირებას ახდენს[5].
  • „დუელის“ მეორეხარისხოვანმა გმირებმა კრიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება არ დაიმსახურეს. თუმცა ზოგიერთები აღნიშნავდნენ, რომ ავტორმა „ოსტატურად“, „ცოცხლად“, „შესანიშნავად“ ასახა მოთხრობის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, მათი „ნათელი“ სულიერი ცხოვრებით“[1].
    • სამოილენკო — სამხედრო ექიმი, კაფეს მეპატრონე.
    • დიაკვანი პობედოვი — ახლახან სემინარია დამთავრებული ახალგაზრდა.
    • კირილინი — პოლიციის ზედამხედველი, ნადეჟდა ფედოროვნას საყვარელი.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინეტრნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Дуэль. Примечания.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-25. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
  2. 2.0 2.1 დოლჟენკოვი Предположительный характер знаний человека о мире и о себе в творчестве Чехова. Принцип неопределенности // Чехов и позитивизм / Пётр Долженков. 2-е изд., испр. и доп. М., 2003. С. 24—31.
  3. ალექსანდრე სკაბიჩევსკი ლიტერატურული ქრონიკა. ანტონ ჩეხოვი — „დუელი“, მოთხრობა <…> // Господа критики и господин Чехов: антология / сост. С. ле Флемминг. СПб. ; М., 2006. С. 505—506. 1-я публ.: Новости и Биржевая газета. 1892. 13 февр.
  4. აკიმ ვოლინსკი ლიტერატურული შენიშვნები // Господа критики и господин Чехов: антология / сост. С. ле Флемминг. — СПб. ; М., 2006. С. 130—131. 1-я публ.: Северный вестник. 1892. № 1.
  5. ФЭБ: Гришунин и др. Примечания: Чехов. ПСС. Т. 7. — 1977 (текст)