დრეგოვიჩები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლავები და მათი მეზობლები

დრეგოვიჩებიაღმოსავლეთ სლავთა ტომობრივი გაერთიანება სახლობდნენ მდინარე პრიპიატის აუზში და ჩრდილოეთით. საზღვრები ზუსტად დადგენილი არ არის, არც მატიანეს შემოუნახავს ცნობები დრეგოვიჩების შესახებ. ცნობილია მხოლოდ რომ ჰქონდათ თავისი სამთავრო, რომლის მთავარი ქალაქი ტუროვო პრიპიატის ნაპირას მდებარეობდა. X საუკუნეში დრეგოვიჩების მიწა კიევის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ტუროვოს სამთავროს ძირითადი ტერიტორია გახდა, ხოლო დრეგოვიჩების მიწა-წყლის ჩრდილო-დასავლეთი მხარე პოლოცკის სამთავროში მოექცა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]