დრაიკანტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრაიკანტერი
დრაიკანტერი

დრაიკანტერი (გერმ. Dreikanter, drei — სამი და Kante — წახნაგი, შვერილი) — ორ-, სამ- ან ოთხწახნაგა ფორმის ნატეხი ქანები, რომელიც წარმოიქმნება ქარის მიერ გადატანილი ქვიშის მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ეოლური რელიეფის ფორმებს, ვენტიფაქტის (ლათ. ventus — ქარი და factum — გაკეთებული) სახესხვაობას. აქვს კარგად გამოხატული პირამიდის ფორმა. გვხვდება უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, სტეპებში და მყინვარების სიახლოვეს, იქ სადაც ტერიტორია მოკლებულია მცენარეულ საფარს. გვხვდება აგრეთვე პერიგლაციალური ზონის ანთროპოგენურ დანალექებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]