დოჟის სასახლე
დოჟის სასახლე (იტალ. Palazzo Ducale) ვენეციაში - იტალიური გოთიკური არქიტექტურის მონუმენტი (XIV — XV საუკენეები). სავარაუდოდ სასახლის პირველი ვერსიის არქიტექტორი იყო ფილიპო კალენდარიო. მშენებლობა მიმდინარეობდა 1309-1424 წლებში.
ვენეციის ეს მთავარი შენობა თავდაპირველად იყო დოჟის რესპუბლიკის რეზიდენცია. სასახლეში იმართებოდა საბჭოს და სენატის სხდომები, მუშაობდა უმაღლესი სასამართლო და თავის საქმიანობას ეწეოდა საიდუმლო პოლიცია. პირველ სართულზე იყო იურისტთა კანტორა, კანცელარია, ცენზორის სამსახურები და საზღვაო უწყება. ზემოდან დაშენებული აივანი გამოიყენებოდა სადღესასწაულო ტრიბუნად, საიდანაც დოჟი ევლინებოდა ხალახს. ქალაქის სტუმრები, რომლებიც პიაცეტის მხრიდან ჯებირს ქმნიდნენ სასახლესთან, ამ ფორმით, ხვდებოდნენ რესპუბლიკის მმართველის ფეხებთან.
დოჟის სასახლე, წმინდა მარკოზის ბაზილიკასთან, სან-მარკოს ბიბლიოთეკასთან და სხვა შენობებთან ერთად წარმოადგენს ქალაქს მთავარ არქიტექტურულ ანსამბლს.
|
|||||
სტატიის