სანტა მარია დელა სალუტეს ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაძრის ხედი გრანდ-კანალზე.

ბაზილიკა სანტა მარია დელა სალუტე (იტალ. Basilica di Santa Maria della Salute) — ტაძარი ვენეციაში გრანდ-კანალზე, დორსუდოროს რაიონში, დოჟეს სასახლის პირდაპირ.

ტაძარი აშენდა 1630-31 წლების შავი ჭირისგან ქალაქის გადარჩენის აღსანიშნავად. ეპიდემიამ ასი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც ქალაქის მოსალხეობის მესამედს შეადგენდა. 1631 წელს ახალგაზრდა არქიტექტორი ბალთაზარ ლონგენა დიდი საბჭოს ხელდასმით შეუდგა ტაძრის მშენებლობას, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გასტანს და 1681 წელს დასრულდა. ტაძარი არქიტქტორის გარდაცვალების შემდეგ აკურთხეს.