დონის საბჭოთა რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დონის საბჭოთა რესპუბლიკა (რუს. Донская советская республика; 23 მარტი8 მაისი, 1918) — ტერიტორიული წარმონაქმნი, რსფსრ-ში სამოქალაქო ომის დროს. ადმინისტრაციული ცენტრი — დონის როსტოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის საბჭოთა რესპუბლიკა შეიქმნა დონზე 1918 წლის 23 მარტს, ა. კალედინის კონტრრევოლუციური არმიის განდევნის შემდეგ. დონის ავტონომიური ოლქის შექმნის მთავარის მიზანი იყო კაზაკობის გაერთიანება და დარაზმვა გერმანელებისა და ადგლობრივი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ.

1918 წლის 3-14 აპრილს ჩატარდა დონის საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და კაზაკთა საბჭოების ყრილობა, რომელზედაც არჩეულ იქნა რესპუბლიკის მთავრობა თ. პოდტიოლკოვის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა თავდაცვის საგანგებო შტაბი პარტიის ცკ-ის რწმუნებულისა და საგანგებო კომისრის გ. ორჯონიკიძის მეთაურობით. 1918 წლის 8 მაისს, გერმანელებისა და თეთრკაზაკების მიერ დონის როსტოვის დაკავების შემდეგ, დონის საბჭოთა რესპუბლიკამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა, მთავრობა გადავიდა ცარიცინში და ივნისამდე განაგრძობდა საქმიანობას.

1918 წლის 30 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებით დონის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმებულად გამოცხადდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 622.
  • ორჯონიკიძე გ., სტატიები და სიტყვები ორ ტომად, ტ. 1, თბილისი, 1957;
  • Хмелевский К., Крах красновщины и немецкой интервенции на Дону (апрель 1918 — март 1919 года), Ростов н/Д, 1965.