დირჰაუნდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დირჰაუნდი
წარმოშობის ქვეყანა შოტლანდია
თვისებები
წონა მამრი 40-45 კგ.
მდედრი 36-40 კგ.
სიმაღლე მამრი 73-76 სმ.
მდედრი 71-73 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

დირჰაუნდი (ინგლ. Scottish Deerhound) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შოტლანდიაში შუა საუკუნეებში.

დირჰაუნდის დოკუმენტური ისტორია შუა საუკუნეებში დაიწყო, როდესაც შოტლანდიელი დიდგვაროვნები მას სანადიროდ იყენებდნენ. 1746 წელს კლანური სისტემის რღვევამ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სანამ ადგილობრივმა მცხოვრებმა, დუნკან მაკნეილმა არ აღადგინა. დახვეწილი და კეთილი დირჰაუნდი ოდესღაც მხოლოდ შოტლანდიელი არისტოკრატების საკუთრება იყო. ეს ჯიში სპეციალურად გამოიყვანეს შოტლანდიის უღრან ტყეებში ირმებზე სანადიროდ. XVIII საუკუნეში ტყის განადგურებასთან და ტორფის გაჩენასთან ერთად ამ ჯიშმა პოპულარობა დაკარგა. დღესდღეობით ეს ჯიში გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მაშინ, როდესაც შოტლანდიაში დირჰაუნდების რიცხვი უმნიშვნელოა. გარეგნულად ის ძალიან გავს გრეიჰაუნდს, თუმცა აქვს უამინდობისგან დამცავი ბალანი.

კეთილი დირჰაუნდი კარგად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს. კარგად იტანს სიცივეს, მისი გაწვრთნა ადვილია, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. დირჰაუნდის ბალნის ფერი შეიძლება იყოს ჟღალი, ღია-ვეფხვისებრი, მუქი-ვეფხვისებრი, მოცისფრო-ნაცრისფერი, ნაცრისფერი. მუქი ყავისფერი თვალები ალერსიანად იყურება, ავს ძლიერი, კარგად განვითარებული კისერი, მუცელზე შედარებით ნაზი ბალანი აქვს, გრძელი თავი თვალებთან, შემდეგ კი ცხვირისკენ ვიწროვდება, ფეხებზე ძალიან ცოტა ბალანია, გრძელი კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება და თითქმის მიწამდე წვდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: