დინგნიჩაბა, ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ.Scaphirhynchus) — თევზებისგვარიზუთხისებრთაოჯახისა. დინგი გაბრტყელებულია, კუდის ღერო — გრძელი და ძვლოვანი ფირფიტებით დაფარული.[1] აერთიანებს სამ სახეობას.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მისისიპის აუზში). პირველი სახეობა — ჩვეულებრივი დიგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 90 სმ-მდე; ტოფობააპრილ-მაისში მიმდინარეობს ქვიანი გრუნტის მქონე შენაკადებში. იკვებება უმთავრესად უხერხემლოთა მატლებით. რეწვის ობიექტია. მეორე სახეობა — თეთრი დინგნიჩაბა — სიგრძე 1 მ-მდე; მეტად იშვიათია, ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია.[1] მესამე სახეობა — ალაბამური დინგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 76 სმ-მდე, გვხვდება მხოლოდ მდინარე ალაბამის 210 კმ-იან მონაკვეთზე, ამიტომ გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება.[3]