დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია — ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო 2015 წლის 1 ივნისიდან. იგი ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება შვიდი წევრით. კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები- მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი. პრემია აგრეთვე ენიჭება ნომინანტს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე, ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.[1]

ქვემოთ მოტანილია დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის მფლობელები წლების მიხედვით:

2015 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]