დილიავერ ოსმანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დილიავერ ოსმანოვი
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1959 (63 წლის)
დაბადების ადგილი ბექაბედი, ტაშკენტის ოლქი, უზბეკეთის სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, პუბლიცისტი და მთავარი რედაქტორი
ენა

ყირიმელი თათრების ენა

რუსული ენა
მოქალაქეობა

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ

უკრაინის დროშა უკრაინა
ალმა-მატერი ყაზანის კონსერვატორია
ჟანრი პოეზია, პუბლიცისტიკა
ჯილდოები

თათრეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (2003)

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (2010)

 დილიავერ ოსმანოვი ( ყირიმ. Dilâver Osmanov ; დ. 1959 წლის 17 ივლისი, ბექაბადი, ტაშკენტის ოლქი) — წარმოშობით ყირიმელი თათარი, საბჭოთა და უკრაინელი პოეტი და პუბლიცისტი. ჟურნალ Yildiz- ის მთავარი რედაქტორი (2009 წლიდან). თათრეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრი (1993), უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და უკრაინის თეატრის მუშაკთა ეროვნული კავშირის წევრი. თათრეთის რესპუბლიკის (2003) და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის (2010) დამსახურებული არტისტი. ყირიმის საინჟინრო-პედაგოგიური უნივერსიტეტის ლექტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. შემოქმედებით საქმიანობას ეწევა ყირიმელი თათრების და რუსულ ენებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილიავერ ოსმანოვი დაიბადა 1959 წლის 17 ივლისს ქალაქ ბექაბადში, ტაშკენტის ოლქში, უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში, მუშათა კლასის ოჯახში. ეროვნებით ყირიმელი თათარი [1] . ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას [2]. 1966 წელს შევიდა დაწყებით სკოლაში, ამავე დროს, დადიოდა მუსიკალურ სკოლაში. 1979 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ყაზანის სახელმწიფო კულტურის უნივერსიტეტში. როდესაც უნივერსიტეტში მესამე კურსი დახურა, გადავიდა ყაზანის კონსერვატორიაში, რომელიც 1985 წელს დაამთავრა ხალხური საკრავების სპეციალობით [1] [3] .

1984 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა ყაზანის სხვადასხვა მუსიკალურ დაწესებულებებში. 1993 წელს გახდა თათრეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის წევრი. 1989 წელს გადავიდა ყირიმში [2] .

1980-იანი წლებიდან პრესაში აქვეყნებს სტატიებს და ლექსებს.დილიავერ ოსმანოვი პუბლიკაციებს აქვეყნებდა ყირიმულ თათრულ ჟურნალში " Yyldyz ", ყაზანის ალმანახში "Idel" და " Kazan utlary ". ყირიმში გადასვლის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ გამომცემლობებთან. მისი პოეზიისა და ჟურნალისტური მასალების თემები უკავშირდება ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობას ყირიმელი თათრების დეპორტაცია და ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენას. გარდა ამისა, ოსმანოვი ყირიმელი თათრების ცხოვრების შესახებ მასალებს აწვდის ყაზანისთათარ-ინფორმს[1] . ყირიმის მუსიკალური დრამატული თეატრის არაერთი პიესის ავტორი და მთარგმნელია. [2]

დილიავერ ოსმანოვი 1999 წლიდან მუშაობს ყირიმის ფევზი იაკუბოვის სახელობის საინჟინრო-პედაგოგიურ უნივერსიტეტში, არის დოცენტი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. [3] [4]

იკავებდა ყირიმელ თათართა მწერალთა კავშირის მდივნის თანამდებობა. იყო უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი პრეზიდიუმის წევრი, უკრაინის თეატრის მუშაკთა ეროვნული კავშირის წევრი. მდივნის რანგში შდიოდა ეშრეფ შემი-ზადეს პრემიის მინიჭების კომისიის შემადგენლობაში. იყო დეპორტირებულ მოქალაქეთა საქმეების რესკომნატის სარედაქციო კოლეგიის წევრი, რომლის საქმიანობაში შედიოდა ჯენგიზ დაღჯის ნაშრომების გამოცემა. [3] .

2009 წლიდან ჟურნალ Yildiz- ის მთავარი რედაქტორია. [5] .

დილიავერ ოსმანოვის ინიციატივით ბელოგორსკში ბექირ ჩობან-ზადეს მომავალი ძეგლის ადგილზე დადგეს მემორიალური ქვა, ხოლო კომსომოლსკაიას ქუჩას სახელი ჩობან-ზადეს პატივსაცემად გადაარქვეს. [2] .

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Әдипләр: Диләвәр Османов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Дилявер Осман. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-05. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  3. 3.0 3.1 3.2 Османов Длявер Ибрагимович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-14. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  4. Международная научная конференция «Шигабутдин Марджани: наследие и современность», 15–17 мая 2008 г.. ციტირების თარიღი: 2022-05-22
  5. Журнал «Йылдыз» (2017-07-07). ციტირების თარიღი: 2022-05-22