დიდი ცისფერი ორმო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ცისფერი ორმო
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 764
რუს.ინგლ.ფრ.

დიდი ცისფერი ორმო (ინგლ. Great Blue Hole) — მსხვილი ცისფერი ორმო, რომელიც განლაგებულია ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, ერთ-ერთ პატარა ატოლში. წარმოადგენს მომრგვალო ფორმის კარსტულ ძაბრს, რომლის დიამეტრია 305 მ, სიღრმე 124 მ.[1] მისი წარმოქმნა დაკავშირებულია უკანასკნელ მეოთხეულ გამყინვარებასთან, როდესაც ზღვის წყლის დონე დაბალი იყო, ხოლო წყლის აწევას მოჰყვა სტალაქტიტების გაშიშვლება, რომელთა ანალიზმა უჩვენა, რომ მათი წარმოქმნა დაიწყო 153,000, 66,000, 60,000, და 15,000 წლის წინ.[2] როდესაც დაიწყო მსოფლიო ოკეანის წყლის განმეორებითი დონის აწევა მღვიმეები ისევ დაიტბორა. დიდი ცისფერი ორმო შედის ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[3]

ორმო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ-ივ კუსტომ დიდი ცისფერი ორმო დაივინგის წამყვან ადგილად მოიხსენია. 1971 წელს კუსტო ეწვია ამ ადგილს, რათა მოეხდინა მისი სიღრმის გამოკვლევა.[4] ექსპედიციამ დაადგინა, რომ დიდი ცისფერი ორმო არის ტიპური კირქვული კარსტული წარმონაქმნი, ხოლო წყალქვეშა ნავებით სიღრმეში ჩასვლის შემდეგ ექსპედიციამ აღმოაჩინა მასიური სტალაქტიტები, რომლებიც განლაგებული იყვნენ 5°-ზე,[1] რაც მიუთითებდა მათ გეოლოგიურ ნაწევზე. სიღრმის პირველეულმა კვლევებმა გამოავლინა მისი მაქსიმალური სიღრმე (125 მ), თუმცა 1997 წელს ჩატარებული ექსპედიციის მიხედვით ორმოს სიღრმე განისაზღვრა 124 მეტრით.[1][2] ამ სიღრმეების სხვაობა აიხსნება სედიმენტაციის პროცესით, ან გაზომვის უზუსტობით. ექსპედიციის ძირითადი მიზანი იყო ფსკერზე არსებული კერნის შეგროვება.[5] დიდი ცისფერი ორმო არის რეკრეაციული დაივინგის პოპულარული ადგილი. ბევრია ზვიგენი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 The Great Blue Hole of Lighthouse Reef Atoll, Belize, Central America: Deep Technical Diving to Collect Sea-Level Records. Transactions of the Fifteenth Caribbean Geological Conference. 
  2. 2.0 2.1 Great Blue Hole. Wondermondo.
  3. World Heritage Nomination - IUCN Summary Belize Barrier Reef Reserve System (Belize). IUCN/WCMC.
  4. ჟაკ-ივ კუსტო (1973). Galapagos - Titicaca - The Blue Holes. London: Cassell. 
  5. Tysall, Terrance N (1999). „The Belize Blue Hole Exploration Project.“. In: Hamilton RW, Pence DF, Kesling DE, eds. Assessment and Feasibility of Technical Diving Operations for Scientific Exploration.. წაკითხვის თარიღი: 2011-01-08.