კერნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერნი

კერნი (გერმ. Kern) — ქანების ცილინდრული მონოლითი, რომელსაც ჭაბურღილიდან გამოიღებენ ხოლმე ეგრეთ წოდებული სვეტოვანი ბურღვით;[1] იძლევა ქანების შესწავლის საშუალებას, კერძოდ, გეოლოგიური ჭრილის, სასარგებლო წიაღისეულის კონდიციისა თუ ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გარკვევას და სხვ. პერიოდულად, 0,5-6 მ და მეტ სიღრმეზე ახდენენ კერნის ჩასოლვას, წყვეტენ სანგრევს და ამოაქვთ ზედაპირზე სვეტთან ერთად.[2] იყენებენ კერნის თითქმის უწყვეტ ტრანსპორტირებას; ამასთან ერთად ფიქსირდება კერნის შერჩევის სიღრმე ჭაბურღილში.

გარეგნული ნიშნების მიხედვით, ხდება კერნის მაკროსკოპული აღწერა. ამის შემდეგ, კერნს დახერხავენ ხოლმე ორ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ქიმიური, გეოლოგიური და პეტროგრაფიული ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა. კერნის 100%-იანი გამოსავალი აგრეთვე გვაძლევს ქანების ზუსტი შესწავლის საშუალებას.

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კერნი&oldid=2640480“-დან