დიდი პეტროვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი პეტროვსკის ხიდი
რუს. Большой Петровский мост
კოორდინატები: 59°57′53″ ჩ. გ. 30°15′17″ ა. გ. / 59.96472° ჩ. გ. 30.25472° ა. გ. / 59.96472; 30.25472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია პატარა ნევკა
სიგრძე 295 
სიგანე 21,5 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1838 წ.
რეკონსტრუქცია 1947, 1993, 2009-2010 წწ.
დიდი პეტროვსკის ხიდი — რუსეთი
დიდი პეტროვსკის ხიდი
დიდი პეტროვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
დიდი პეტროვსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

დიდი პეტროვსკის ხიდი (რუს. Большой Петровский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და კრესტოვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 295 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,5 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს სავინის ქუჩასა და სამხრეთის გზას.

დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს ლაზარევის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „კრესტოვსკი-ოსტროვი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარქივო დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ 1838 წელს ააგეს ხის მრავალმალიანი, ძელებიანი ხიდი, რომლის მახლობლადაც ააგეს დაცვის პოსტი. ახლოსვე, მდინარე ჩუხონკის სანაპიროზე, ააგეს ორი ხის პატარა სახლი ობიექტის დამცველი ჯარისკაცებისათვის. აგებულ ხიდს ჰქონდა გასახსნელი მალა და თავისი არსებობის მომენტიდან არც ერთხელ გაურემონტებიათ. 1947 წელს ხის მალების კონსტრუქცია შეცვალეს მეტალის ძელებით.

ხიდის სიგანე იყო 18 მეტრი, ჰქონდა 26 მალა, რომელთა სიგრძეც მერყეობდა 5,5 მეტრიდან 13 მეტრამდე. მარჯვენა სანაპიროს ხუთი მალა გასახსნელი იყო. 1993 წელს ყინულმა დაანგრია ხიდის კონსტრუქციის ნაწილი. ამის შემდეგ ხიდზე აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. იგი დაავიწროეს 2,2 მეტრამდე და გახდა საფეხმავლო.

კრესტოვსკის კუნძულის ტერიტორიის განვითარებასთან და ბეტანკურის ხიდის აგების გეგმებთან დაკავშირებით წარიმართა დიდი პეტროვსკის ხიდის სრული რეკონსტრუქცია. ხიდი უნდა გამხდარიყო საფეხმავლო-საავტომობილო. ეს პროექტი დაკავშირებული იყო კიროვის სტადიონის რეკონსტრუქციასთან.

2010 წელ ძველი ხიდი დაშალეს და მის ადგილზე ააგეს ახალი, მეტალის ხიდი. ხიდი შედგებოდა შვიდი მალისაგან: 36,5+48,5+48,5+39,5+39,5+48,5+27,5 მ.

1916 წელს ხიდის შორიახლოს ყინულებში გადააგდეს გრიგოლ რასპუტინის ცხედარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 440. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 305. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • ЗАО «Институт «Стройпроект». История в проектах, 1990 – 2010. — СПб., 2010. — 116 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]