დიდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდალი
კოორდინატები: 38°58′20″ ჩ. გ. 70°41′25″ ა. გ. / 38.97222° ჩ. გ. 70.690306° ა. გ. / 38.97222; 70.690306
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ქედი პეტრე პირველის ქედი
ფართობი 1.6 კმ²
სიგრძე 4.8 კმ
დიდალი — ტაჯიკეთი
დიდალი

დიდალი (ტაჯ. Дидал) — რთული ხეობის ტიპის მყინვარი ტაჯიკეთში. მდებარეობს პეტრე პირველის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სურხობის აუზში. სიგრძე 4.8 კმ, ფართობი 1.6 კმ². მყინვარის ბოლო იმყოფება ზღვის დონიდან 3000 მ. იწყება კაუდალის პიკის ციცაბო კალთებიდან.[1]

მყინვარიდან გამოედინება მდინარე სურხობის შენაკადი კაუდალი. მყინვარის ენა ჩამოწოლილია ვიწრო ხეობაში. აღსანიშნავია, რომ დიდალი დღე-ღამეში რამდენიმე სმ-ით გადაადგილდებოდა, თუმცა 1974 წლის ზაფხულში მოულოდნელად მისი სიჩქარე ათჯერ გაიზარდა.[2]

რამდენიმე ასეული მ-ის სიგრძის მომატების შემდეგ, მყინვარს დაახლოებით 2 მლნ. მ³ მოცულობის მქონე ნაწილი მოწყდა, რომელიც დაეშვა ციცაბო კლდოვან ხეობაში და მდინარე კაუდალის ხეობა დამტვრეული ყინულით ამოავსო. დროდადრო მყინვარი სათავეს უდებდა ღვარცოფულ ნაკადებს. ყინულოვანი ჩამონაქცევის გადნობას მდინარე კაუდალზე 2 წელიწადი დასჭირდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Долгушин, Л.Д.; Осипова, Г.Б. Пульсирующие ледники. Издательство: Л.: Гидрометеоиздат; 1982
  2. 2.0 2.1 Ледники Таджикистана. Министерство охраны природы Республики Таджикистан; Главное управление по гидрометеорологии и наблюдениям за природной средой, Душанбе 2003