დვანის მეოთხე ნასოფლარი
დვანის მეოთხე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ ბელაანთკარში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეინიშნება რიყის და ნატეხი ქვით ნაგენ შენობათა საძირკვლის ნაშთები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და ქვევრების ნამტვრევები. ნასოფლარი დაცულია მიწის ჰუმუსოვანი საფრის ქვეშ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნუცუბიძე .ა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 366.