დეპოს ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპოს ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები საყუდის ქუჩა

დეპოს ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი), მიხეილ მრევლიშვილის ქუჩიდან, ცოტნე დადიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც საყუდის ქუჩა. ქუჩის მახლობლადაა რკინიგზის სადგური და დეპო, ქუჩამაც აქედან მიიღო სახელწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]