ცოტნე დადიანის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცოტნე დადიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები ავჭალის ქუჩა, ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა, საბჭოს ქუჩა, კარლ მარქსის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა

ცოტნე დადიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); გიორგი ჩიტაიას ქუჩიდან დავით გურამიშვილის გამზირამდე. თბილისის 1851 და 1900 წლების გეგმებზე დატანიალია ავჭალის ქუჩის სახელით. 1910 წელს ეწოდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი, 1922 წელს — საბჭოს ქუჩა, 1930 წელს — კარლ მარქსის, 1938 წელს — კვლავ საბჭოს ქუჩა ეწოდა, რომლის ერთ მონაკვეთს 1957 წელს ოქტომბრის ქუჩა დაერქვა, 1990 წელს კი ცოტნე დადიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია, სააქციო საზოგადოება „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“. დგას პორფირე ჩანჩიბაძის ბიუსტი. გამოდის მეტროს სადგური „ნაძალადევი“ (ყოფილი „ოქტომბერი“). აქვს 2 შესახვევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]