ნასტასია კინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასტასია კინსკი

ნასტასია კინსკი, 2009 წლის ფოტო
დაბადების თარიღი 24 იანვარი, 1961 (1961-01-24) (63 წლის)
ბერლინი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1975-დღემდე
მშობლები მამა: კლაუს კინსკი

ნასტასია კინსკი (გერმ. Nastassja Kinski, ნამდვილი სახელი Nastassja Aglaia Nakszyński ნასტასია აგლაია ნაკშინსკი; დ. 24 იანვარი, 1961, ბერლინი) — გერმანელი მსახიობი. ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი 1981 წელს, ასევე ორჯერ ნომინირებული გერმანულ Deutscher Filmpreis-ზე (1975, 1983). ცნობილი გახდა რომან პოლანსკის ფილმში „ტესი“ გასახიერებული მთავარი როლით (1979). არის მსახიობ კლაუს კინსკის ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინში დაბადებული ნასტასია გერმანიზებული პოლონერლი მსახიობის კლაუს კინსკის ქალიშვილია, რომელიც მას მსახიობ რუთ ბრიჯით ტოკისთან შეეძინა. მისი მშობლები 1968 წელს განქორწინდნენ. ნასტასია მამას ათი წლის შემდეგ იშვიათად ნახულობდა. ის და დედა ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდნენ, ამიტომ მიუნხენში კომუნაში მოუწიათ გარკვეული პერიოდი ცხოვრება. დედამისი საყვარელთან ცხოვრობდა და ვერ მუშაობდა, ამიტომ, დარჩენილი ნივთების გაყიდვით გაჰქონდათ თავი. ნასტასიას თქმით, ის მაღაზიებში წვრილ-წვრილად იპარავდა და ნივთები სახლში მოჰქონდა. მას ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის ხშირად აჯარიმებდნენ, თუმცაღა ნასტასიას არც ჯარიმები გადაუხდია და არც სასამართლოში გამოცხადებულა. 1978 წელს ნასტასია აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც ფილმ „შენადვე დარჩის“ გადაღებებიდან ბრუნდებოდა. მან ციხეში სამი თვე გაატარა. 15 წლის ასაკში მან რეჟისორ რომან პოლანსკისთან გააბა რომანი. 1976 წელს ნასტასია ფრანგული ჟურნალის ვოგისთვის გადაიღეს, რომლის მიწვეული რედაქტორიც იმხანად პოლანსკი იყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასტასიას პირველი როლი ფილმ „ცრუ მოძრაობაში“ შედგა 1975 წელს (რეჟისორი ვიმ ვენდერსი). ამ ფილმში, რომელიც გოეთეს რომანის „ვილჰელმ მაისტერის გატაცების წლების“ მიხედვით იქნა გადაღებული, ნასტასია ნამდვილი გვარით — ნაკშინსკით წარდგა მაყურებლების წინაშე. ნასტასია ვანდერსის ცოლმა მსახიობმა ლიზა კრეიცერმა დისკოთეკაზე შენიშნა და მინიონში მუნჯი როლის განსახიერება შესთავაზა. თავისი პირველი როლისთვის მას გერმანული კინემატოგრაფის Deutscher Filmpreis მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად, რომელიც ლიზა კრეისერთან, ჰანნა შიგულასთან და მარიანა ჰოპესთან გაიყო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1979 ტესი Tess ტესი
1982 მთელი გულით One from the Heart ლეილა
1985 რევოლუცია Revolution დეიზი მაკკონეჰი
1998 მხსნელი Savior მარია როზე
2003 სახიფათო კავშირები Les Liaisons dangereuses მადამ დე ტურველი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: