შინაარსზე გადასვლა

დემი მური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მური“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მური (მრავალმნიშვნელოვანი).
დემი მური
დაბადების სახელი დემეტრია ჯინ გინესი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1962 (1962-11-11) (62 წლის)
როზვილი, ნიუ მექსიკო, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1981 დან დღემდე
მეუღლე(ები) ეშტონ კაჩერი (2005-2013)

დემი მური (ინგლ. Demi Moore; დ. 11 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი კინომსახიობი.

დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.

ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.

1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.

2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორე ხარისხოვანი როლისთვის, იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.

დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშტონ კაჩერზე.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1981 არჩევნები Choices ქორი
1982 შეყვარებული ახალგაზრდა ექიმები Young Doctors in Love ახალი პრაქტიკანტი
1982 პარაზიტი Parasite პატრიცია უელსი
1984 რიოს დააბრალეთ Blame It on Rio ნიკოლაი ჰოლისი
1984 არც თუ პატარა საქმე No Small Affair ჯედ ეკერტი
1985 წმინდა ელმოს ცეცხლი St. Elmo’s Fire ჯულზი
1986 სიბრძნე Wisdom კარენ საიმოსი
1986 ერთი გიჟური ზაფხული One Crazy Summer კასანდრა ელდრიჯი
1986 წუხანდელზე… About Last Night… დებბი
1988 მეშვიდე ნიშანი The Seventh Sign ები ქუინი
1989 ანგელოზები არ ვართ We’re No Angels მოლი
1990 მოჩვენება Ghost მოლი ჯენსენი
1991 სულ უსიამოვნებები Nothing But Trouble დაიან ლაითსონი
1990 მოჩვენება Ghost სემ უიტი
1991 მეყასბის ცოლი The Butcher’s Wife მარინა ლემკე
1991 სასიკვდილო ფიქრები Mortal Thoughts სინტია კელოგი
1992 რამდენიმე კარგი ბიჭი A Few Good Men ლეიტენანტი ჯოან გალოუეი
1993 უხამსი წინადადება Indecent Proposal დაიან მერფი
1994 გამოაშკარავება Disclosure მერედით ჯონსონი
1995 დრო და დრო Now And Then სამანტა ალბერტსონი
1995 ალისფერი ასო The Scarlet Letter ესთერ ფრინი
1996 ნაფიცი The Juror ენი ლერდი
1996 სტრიპტიზი Striptease ერნინ გრანტი
1997 ჯარისკაცი ჯეინი G. I. Jane ლეიტენანტი ჯორდან ო'ნილი
1997 ჰარის დეკონსტრუქცია Deconstructing Harry ჰელენი
2000 ორი სიცოცხლე Passion of Mind მართა
2003 ჩარლის ანგელოზები – 2: სრული წინსვლა Charlie’s Angels: Full Throttle მედისონ ლი
2003 უილი და გრეისი Will and Grace სისი
2006 ბობი Bobby ვირჯინია
2006 ნახევარშუქი Half Light რეიჩელ კარლსონი
2007 უნაკლოდ Flawless ლორა ქვინი
2007 მისტერ ბრუკსი Mr. Brooks დეტექტივი ტრეისი ეტვუდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]