დემეტრე ვიპატოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დემეტრე.
დემეტრე ვიპატოსის გამოსახულება მცხეთის ჯვრის მონასტრის კედელზე

დემეტრე ვიპატოსი — ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის უმცროსი ძე.

ვიპატოსის ბიზანტიის საკარისკაცო ტიტული მინიჭებული უნდა ჰქონდეს მავრიკიოს კეისრის მიერ VI საუკუნის 90-იან წლებში. დემეტრე ვიპატოსი იყო მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი აღმაშენებელი. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე სამი ქტიტორის კომპოზიციაში, შემონახულია მისი რელიეფური გამოსახულება, წარწერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]