დელი (ღრმული)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დელი (გერმ. Delle - ღრმული) — წყლის მუდმივ ნაკადს მოკლებული ბრტყელი უკალაპოტო ღარტაფი. სიგრძე რამდენიმე ათეულიდან 1000 მ-მდე და მეტი. წარმოიქმნება ხანმოკლე წყლის ნაკადების (რომლებიც აღრმავებენ დელის ძირს) ეროზიული მოქმედებისა და ძირზე დაფენილი გამოფიტვის ქერქის ნელი გრავიტაციული დაცოცების შედეგად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 553, თბ., 1978 წელი.