მარველის კომიქსები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marvel Comics
Logo
ტიპი: კერძო (ფილიალი)
დაფუძნდა: 1939 როგორც Timely Comics
მდებარეობა: 417 მე–5 პროსპექტი, ნიუ იორკი, ა.შ.შ
დარგი: გამოცემა
პროდუქცია: კომიქსები
ბრუნვა: $ 125,700,000 (2007)
სუფთა მოგება: $ 53,500,000 (2007)
ვებგვერდი: marvel.com

მარველის კომიქსები (ინგ. Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing–ს ეკუთვნის, Marvel Entertainment–ის ფილიალია. Marvel–ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.

ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel–ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel–ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC Comics–თან ერთად.


პირადი ხელსაწყოები