დებორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსაჯული დებორა

დებორა (ებრ. דְּבוֹרָה) - ბიბლიის მიხედვით, წინასწარმეტყველი, პოეტი და მსაჯული ქალი. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის - ქანაანელების წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ. ამის შემდეგ მათ 40 წელი მშვიდობიანად უცხოვრიათ. ამ გამარჯვებისათვის დებორას ხოტბა შეუსხამს ჰიმნში, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის საუკეთესო ნიმუშია. დებორას გმირობა მოთხრობილია "წიგნში მეშვიდე მსაჯულთა". ამ თემაზე ცნობილია ჰენდელის ორატორია.

ლიტერატურა[რედაქტირება]