დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
ტიპი სსიპ
მიზანი იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების და პირადი დაცვა
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ენა ქართული
მთავარი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქვეყანა საქართველო
http://www.125.ge

დაცვის პოლიცია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და ახორციელებს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების და პირად დაცვას კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებისაგან. დაცვის პოლიცია არის მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაცვის სამსახური. დაცვის პოლიციის მთავარი მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა მათი საქმიანობისათვის.

2008 წელს დაცვის პოლიციაში დაინერგა ახალი MESH ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დაცვის რადიოსისტემა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები. [1]

ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.[1]

დაცვის პოლიციის მიერ საპოლიციო ძალით დაცვა ხორციელდება, როგორც დღის განმავლობაში, ანუ სამუშაო საათებში, ასევე 24 საათიანი რეჟიმით.[2]

დაცვის პოლიცია ახორციელებს დაცვა-გაცილება, ინკასაციას -

  • საბანკო სახსრების, ძვირფასი მეტალებისა და ფასეულობათა დაცვა-გაცილებას.[3]

მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაცვის ტექნიკური საშუალებები
  • საპოლიციო დაცვა
  • დაცვა-გაცილება
  • პირადი დაცვა
  • საინკასაციო მომსახურება
  • GPS/GPRS დაცვა[4]

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საინფორმაციო სამსახური: 125

დაცვის პოლიციის იურიდიული მისამართი:

  • ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ. 0131
  • ელ.ფოსტა: sales@spd.ge

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკერტინგის განყოფილება:

  • (+995) 32 241 94 64
  • (+995) 32 241 95 97

ელ. ფოსტა:

  • marketing@spd.ge
  • PR@spd.ge

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის

  • ელ. ფოსტა: info@spd.ge[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]