დაღესტნის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაღესტნის ოლქი
რუს. Дагестанская область

ოლქი

18601921
გერბი

დაღესტნის ოლქი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი
დედაქალაქი თემირ-ხან-შურა
ფართობი 29 350 კმ²
მოსახლეობა 571 154 (1897)

დაღესტნის ოლქი (რუს. Дагестанская область) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კავკასიაში (შემდგომ — რსფსრ-ში). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. თემირ-ხან-შურა. ფართობი 29 350 კმ², მოსახლეობა (1897 წ.) — 571 154 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — თერგის ოლქი, დასავლეთით — ტფილისის გუბერნია, სამხრეთით — ბაქოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1859 წელს რუსეთის იმპერიის მიერ კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე დაღესტნის მხარის დაპყრობის შედეგად, მეფისნაცვლის მიერ შემოკრებილი მიწები გაიყო სამ ნაწილად: პირველი შეუერთდა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას (შემდგომში თერგის ოლქი), მეორე — კასპიისპირა მხარეს, მესამე კი — ლიზგინთა კორდონის ხაზს. ეს უკანასკნელი კი იმპერატორის უმაღლესი განკარგულებით 1959 წლის 26 აპრილს გაუქმდა|35710.

1860 წლის 18 (30) ივლისს გენერალ-ფელდმარშალის ბარიატინსკის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: დერბენტის გუბერნიის ყუბის მაზრა ჩამოსცლოდა კასპიისპირა მხარეს და შერთვოდა ბაქოს გუბერნიას; ქალაქ დერბენტისთვის ულუსის მაღალთან ერთად შეიქმნილიყო განსაკუთრებული მმართველობა; დერბენტის გუბერნია გაუქმებულიყო და მისი დარჩენილი ნაწილები შეერთებულიყო კასპიისპირა მხარისთვის; კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში კი წარმოქმნილიყო დაღესტნის ოლქი და ზაქათალის ოკრუგი შემდეგი პირობებით:

  1. დაღესტნის ახალი ოლქი უნდა შემდგარიყო კასპიისპირა მხარის ნაწილებისაგან, რომლისაგანაც გამოკლებული უნდა ყოფილიყო ყუბის ოლქი და შემატებოდა დანარჩენი დაღესტანი, დროებით თერგის ოლქში შემავალი მდინარე ანდის-კოისუს მარცხენა სანაპიროს გარდა.
  2. დაღესტნის მართველობა უნდა გაყოფილიყო ორად: სამხედროდ და სამოქალაქოდ.
  3. სამოქალაქო მმართველობას დაექვემდევარა: ქალაქი დერბენტი, ულუსის მაღალი და საპორტო ქალაქი პეტროვსკი.
  4. სამხედრო მმართველობას დაექვემდებარა დაღესტნის ოლქის მთელი დარჩენილი ტერიტორია, რომელიც თავის მხრივ გაიყო ოთხ განყოფილებად: ჩრდილოეთ დაღესტანი, შუა დაღესტანი, სამხრეთ დაღესტანი და ზემო დაღესტანი.
  5. სამხედრო განყოფილებები დაიყო ოკრუგებად და სახანოებად, ხოლო ოკრუგები სანაიბოებად. ამის გარდა, სულაკისპირა სოფლებისგან შეიქმნა განსაკუთრებული სულაკისპირა სანაიბო.
  6. ზემო დაღესტანში უნდა შესულიყო დაღესტნის ის ნაწილი, რომელიც მანამდე ლეზგინთა საკარდონო ხაზში შედიოდა და წარმოადგენდა ბეჟიტის უბანს. ზემო დაღესტნის სამხედრო მეთაურს ასევე ჰქონდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე გავლენაც, კერძოდ მდინარე ალაზნის მარცხენა ნაიპირზე, რომელშიც შედიოდა ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრა და ზაქათალის ოკრუგი.
  7. ზაქათალოს ოკრუგი, რომელიც წარმოადგენდა ყოფილ ჭარ-ბელაქნის ოკრუგს, მისი მთიანი მაღალები სამხრეთ დაღესტანის სამურის ოკრუგს გადაეცა. ზაქათალის ოკრუგი სამოქალაქო მმართველობით უშუალოდ კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, ხოლო სამხედრო მართველობით — დაღესტნის ოლქის სამხედრო მეთაურს. ყვარელის უბანი კი სამხედრო მმართველობით ზემო დაღესტნის მეთაურს დაექვემდებარა. თიანეთის ოკრუგი და ნუხის მაზრა სრულად იქნა განთავისუფლებული სამხედრო მმართველობისაგან და დაექვემდებარნენ შესაბამისად ტფილისის და ბაქოს გუბერნიებს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 916-918