დაღესტანის თავისუფალი საზოგადოებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაღესტანის თავისუფალი საზოგადოებები — დაღესტნის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული თავისუფალი საზოგადოება იყო. ეს არის სასოფლო თემთა რამდენიმე მცირე კავშირი – ტერიტორიული, სამეურნეო და პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე. მსგავსი საზოგადოებები გვხვდება დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ დაღესტნის, მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხუნძებით, ლეზგებითა და დარგოელებით დასახლებულ მიწებზე. ასეთ საზოგადოებებს სათავეში ედგა ზოგჯერ თემის არისტოკრატია, ზოგჯერ არჩეული მმართველი, ზოგჯერ სასულიერო პირი. მათი თავისუფლება პირობითად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ხშირად რომელიმე ხანს ემორჩილებოდნენ, მის იურისდიქციაში შედიოდნენ. ამ შემთხვევაში ეს ურთიერთობა ორივე მხარისის ინტერესებში შედიოდა. აყუშა-დარგის მოსახლეობა საზამთრო საძოვრებით სარგებლობისთვის საქონელის გარკვეულ რაოდენობას აძლევდა შამხალს და უცმის. ასევე მიდიოდნენ შამხლის საბრძოლო ლაშქრობებში. აყუშა-დარგის მცხოვრებლები სარგებლობდნენ საპატიო უფლებით, ახლადარჩეული შამხლისთვის დაეხურათ ფაფახი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.