დატისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დატისი — ძველი სპარსელი მხედართმთავარი. მოღვაწეობდა დარიოს I-ის მეფობის დროს. ბერძენ-სპარსელთა ომებში არტაფერნესთან ერთად სარდლობდა სპარსელთა ჯარებს. დაიპყრო და გაძარცვა ბერძნული კუნძულები ეგეოსის ზღვაში. ძვ. წ. 490 წელს ბერძნებმა დამარცხეს მარათონის ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]