დარფურის რეგიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარფურის რეგიონი სუდანის რუკაზე

დარფურის რეგიონი (არაბ. دار فور‎‎ „ფურის ტომის მიწა“) — რეგიონი სუდანის დასავლეთით. დარფურის ეთნიკური კონფლიქტის რაიონი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დარფურის კონფლიქტი.

XVI საუკუნეში დაარსდა დარფურის სასულთნო, რომელიც 1899 წელს შეუერთდა სუდანს. ყოფილი სასულთნოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 3 შტატი: დასავლეთი დარფური, სამხრეთი დარფური და ჩრდილოეთი დარფური.

არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Under peace deal, Sudan would halt prep for Darfur Referendum. Radio Dabanga. წაკითხვის თარიღი: 2011-09-05.