დარვინის რინოდერმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარვინის რინოდერმა
Rhinoderma darwinii.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: უკუდო ამფიბიები
ოჯახი: რინოდერმებისებრნი
გვარი: რინოდერმა
სახეობა: დარვინის რინოდერმა
ლათინური სახელი
Rhinoderma darwini

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


დარვინის რინოდერმა (ლათ. Rhinoderma darwini) — უკუდო ამფიბიების წარმომადგენელი. თავი რბილი წანაზარდით აქვს დაბოლოებული. სხეულის სიგრძე 3 სმ აღწევს. გვხვდება ჩილეში. ბინადრობს ნაკადულებში და მათ ნაპირებზე. ქვირითს ყრის ხმელეთზე, ხავსის საფენზე. 10-15 დღის შემდეგ მამალი დარვინის რინოდერმა კვერცხებს (25 ცალამდე) მბგერავ პარკში ათავსებს, სადაც ჩანასახები იჩეკებიან და თავკომბალებად გარდაიქმნებიან. კვერცხში საკვების გამოლევის შემდეგ თავკომბალები ზურგით მიეზრდებიან სისხლძარღვებით მდიდარ პარკის კედელს, ამ გზით იწყებენ კვებას და პარკში რჩებიან მეტამორფოზის დამთავრებამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]