რინოდერმები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რინოდერმები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Rhinodermatidae | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
|
|
რინოდერმები (Rhinodermatidae) — ამფიბიების ქვეოჯახი მოკლეთავა ბაყაყისებრთა ოჯახისა. ცნობილია 2 გვარი, რომლებიც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში. უფრო ცნობილი სახეობაა დარვინის რინოდერმა (Rhinoderma darwin), რომელიც მოიპოვება ჩილეში. მისი სხეულის სიგრძეა 3 სმ. ფერად მომწვანო ან მოწითალო-მორუხოა. მამალი განაყოფიერებულ კვერცხებს პირის ღრუში ინახავს და აქ იცეკება თავკომბალები. აქვე ამტავრებენ ისინი მეტამორფოზს, სცილდებათ კუდი და თითო-თითოდ ტოვებენ მამის პირის ღრუს, ცვივიან წყალში და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 393, თბ., 1984 წელი.