დამნაზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დამნაზე (VI საუკუნის I ნახევარი) — ეგრისის (ლაზიკის) მეფე. გუბაზ I-ის შვილი და წათე I-ის მამა.

აღიარა ირანის შაჰის, კავად I–ს (488–531) ქვეშევრდომობა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 523 წელს, მისმა მეკვიდრემ წათემ ორიენტაცია შეიცვალა, უარყო მაზდეანობა, ქრისტიანობას ეზიარა და ბიზანტიის იმპერატორ იუსტინე I-საგან (518-527) მიიღო სამეფო რეგალიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იოანე მალალა, ქრონოგრაფია, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936.
  • ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968.
  • ლეთოდიანი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 303.
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2000.