დალმაციელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დალმაციელი
წარმოშობის ქვეყანა ბალკანეთი/ინდოეთი
თვისებები
წონა მამრი 53–66 კგ.
მდედრი 46–64 კგ.
სიმაღლე მამრი 15–32 სმ.
მდედრი 16–24 სმ.
ბეწვი თეთრი-შავი ლაქებით
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

დალმაციელი (ხორ. Dalmatinski pas) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ხორვატიაში შუა საუკუნეებში.

4000 წლის წინანდელ ბერძნულ ფრესკებზე გამოსახულია დალმაციელის მსგავსი ძაღლები, თუმცა ამ ჯიშის სამშობლოდ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე დალმაცია ითვლება. არსებობს მტკიცებულებები მისი ინდოეთიდან წარმოშობის შესახებ, საიდანაც ინდოელ ვაჭრებთან ერთად საბერძნეთში მოხვდნენ. თუმცა დღესდღეობით დალმაციელი მხოლოდ კომპანიონია, მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ნადირობისას, ცხენების სამწყემსად და წვრილი მავნებლების გასანადგურებლად იყენებდნენ. მოგვიანებით დალმაციელი ცირკში გამოდიოდა. მექანიზებული ტრანსპორტის გამოჩენამდე დალმაციელები „ეტლის ძაღლები“ იყვნენ. ისინი ცხენების წინ და გვერდით მირბოდნენ და დასახლებულ ადგილებში ეკიპაჟისთვის გზას ათავისუფლებდნენ, ხოლო ტყეში გამავალ გზებზე ყაჩაღებისგან იცავდნენ. XIX საუკუნეში ამერიკული სახანძრო სამსახური დალმაციელს მსგავსი დანიშნულებით იყენებდა ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის გადაზიდვისას.

დალმაციელს შეიძლება აწუხებდეს შარდ-კენჭოვანი დაავადებები. მისი ბალანი მოკლეა, უხეში, ხშირი და მბზინავი, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი-ყავისფრით და თეთრი-შავით. დალმაციელს გრძელი კისერი აქვს, ასევე ზომიერად გრძელი და ძლიერი ზურგი. წინა თათები სწორი და დაკუნთულია, ბრჭყალების ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ყურებს შორის თავის ქალა ბრტყელია, თავზე ნაოჭები აქვს. თვალები მრგვალია, კუდი ბოლოსკენ ვიწროვდება. დალმაციელი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ცხელ, მზიან კლიმატს. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. სჭირდება განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: