დავით გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.
დავით გიორგაძე
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1960 (1960-08-27) (63 წლის)
თბილისი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
საქმიანობა ექიმი
აქტიური 1982 – დღემდე
მშობლები მამა: მოსე გიორგაძე

დავით მოსეს ძე გიორგაძე (დ. 27 აგვისტო, 1960, თბილისი, სსრკ) — ქართველი ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკოქირურგიისა და ონკოლოგიის გუნდის ხელმძღვანელი 2018 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი და ხაზინადარი, ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი, ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) წევრი, აგრეთვე ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექციის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირატორთა საზოგადოების გამგეობის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს წარმატებით დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა, ხოლო 1982 წელს — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1982-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ქალაქ მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში და მიიღო ონკოლოგისა და ონკოქირურგის კვალიფიკაცია. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – გართულებული ფილტვის კიბო. (კლინიკა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა)

1989-2009 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, გაიარა გზა ქირურგის თანამდებობიდან თორაკალური ქირურგიის განყოფილების გამგემდე. 2006 წელს მიენიჭა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის („აიეტი“) პროფესორის წოდება. 2009–2018 წლებში მუშაობდა კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“, ხოლო 2011 წლიდან იყო ამავე კლინიკის კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ასევე ზოგადი ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი.

დავით გიორგაძე არის 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, ასევე 6 კლინიკური კვლევის (4 ონკოლოგიური და 2 ქირურგიული) მთავარი მკვლევარი. იგი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან თორაკალურ ქირურგად ითვლება. მის მიერ პირველად საქართველოში შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო. დავით გიორგაძე აგრეთვე არის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]