დავიდ გეტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავიდ გეტა
David Guetta at 2011 MMVA.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1967 (1967-11-07) (47 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
წარმოშობა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, პარიზი
ჟანრ(ებ)ი ჰაუსი
საქმიანობა დიჯეი
აქტიური 2002-დღემდე

დავიდ გეტა (ფრანგ. David Guetta) (დ. 7 ნოემბერი, 1967 პარიზში, საფრანგეთი) — ფრანგი დიჯეი.

დავიდ გეტამ 13 წლისამ დაიწყო პირველი ვინილის მიქსების კეთება. 17 წლის ასაკში, თავისი კარიერის დასაწყისში, დიჯეიდ მუშაობდა პარიზის კლუბში „Broad“. 1988-1990 წლებში ჰაუს-მუსიკას მიქსავდა რადიო ნოვაში. 2005 წელს, მისი სინგლი „The World Is Mine“ ევროპის საცეკვაო ჩარტების სათავეებში მოექცა.

მის ხშირად უწევს პარტნიორობას მომღერალი კრის უილისი.

2005 წლის 13 აგვისტოს, დავიდ გეტა კრიმფილდსის ესპანურ ფესტივალზე გამოვიდა, ისეთი არტისტების მხარდამხარ, როგორებიცაა The Chemical Brothers და კარლ კოქსი.

დავიდ გეტას გაყიდული აქვს 6 მილიონზე მეტი ალბომი და 15 მილიონზე მეტი სინგლი.[1]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დავიდ გეტას დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Otter, Charlotte. (22 October 2010)Music Week – Music Week – Music business magazine – F*** Me I'm Famous goes global. Music Week. წაკითხვის თარიღი: 23 October 2010.