დაგვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაგვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში. აგებულია XX საუკუნეში.

სოფელ დაგვას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის გუმბათიანი ეკლესია, იგივე "მარიამის ეკლესია", სასაფლაოს ტერიტორიაზე, შემაღლებული ბორცვის თავზე დგას. მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ტაძარი ბერძნული თემის ატიურობას უკავშირდება. ჩაწერილი ჯვრის ტიპის გეგმარების ტაძარი დაპროექტებულია ბიზანტიური საეკლესიო არქიტექტურის გავლენით. ეკლესია ცხოველხატულად ეწერება გარემოში. სამაფსიდიანი და გუმბათაღდგენილი ტაძარი ნაგებია მოშავო-მონაცრისფრო ფლეთილი ქვით. ეკლესია განახლებულია და მთლიანად მოხატულია მისი ინტერიერი. ეკლესია ფუნქციონირებს. მისი ეზო კეთილმოწყობილი და მოვლილია. საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში, ნაგებობა ნაწილობრივ დაანგრიეს - გუმბათი და კამარები ჩამონგრეული იყო . 1990-1992 წლებში, ნიკოლოზ ცაცანიდისა და ხრისტო პაპანდოპულოს თაოსნობით იგი აღდგა. ამ პერიოდშივე მიაშენეს სამრეკლო. ეკლესიაში იოანე ნათლისმცემლისა და მიქაელ მთავარანგელოზის ხატები ინახებოდა, რომლებიც დაიკარგა საბჭოთა პერიოდში, თუმცა 1992 წელს ქსენია პაპანდოპულომ ეკლესიას გადასცა ეს ხატები. ტაძრის. ქვა მოშავო-მონაცრისფროა. წყობა კი სწორხაზოვანია. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით სამი შვერილი, ღრმა აბსიდით. პასტოფორიუმებია მთავარი აბსიდის ორივე მხარეს. გვერდითა აბსიდებში თაღოვანი ნიშებია გაჭრილი. საკურთხეველი პასტოფორიუმებს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელებით. სამივე აბსიდში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. კონქები ფლეთილი ქვის რადიალური რიგებით არის ამოყვანილი. საკურთხევლის წინ არის ორსაფეხურიანი სოლეა. სატრიუმფო თაღი კი წახნაგოვან სვეტებს ეყრდნობა. იატაკზე მრგვალი სვეტების ბაზისები იყო შემორჩენილი იყო, რომლებსაც ცენტრალური სივრცე ეყრდნობოდა. დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე თაღების საყრდენი კრონშტეინები არის შემორჩენილი. ეკლესიის გრძივ კედლებზე სარკმლები სიმეტრიულადაა განლაგებული. სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა ქვის სამსაფეხურიანი შესასვლელები. გარედან არქიტრავული, შიგნიდან - თაღოვანი. მაღალი, თაღოვანი სარკმელია დასავლეთ შესასვლელის თავზე. ორივე კარი რკინისაა და შეღებილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11767