გურიის ქვეითი რაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურიის ქვეითი რაზმის მებრძოლები.

გურიის ქვეითი რაზმირუსეთის იმპერიის არმიის არარეგულარული დანაყოფი („დრუჟინა“). დაარსდა 1815 წლის 28 დეკემბერს როგორც გურიის მილიციის ასეული. მის რიგებში ირიცხებოდა 110 ქვეითი მეომარი. ასეულს ევალებოდა დაეცვა ოზურგეთის მაზრის საზღვარი ოსმალეთთან.

1877 წელს გადაკეთდა გურიის I ქვეით რაზმად, რომლის პირადი შემადგენლობა 400 კაცამდე გაიზარდა. თავი ისახელა 1877–78 რუსეთ-ოსმალეთის ომში, რისთვისაც ებოძა გიორგის დროშა წარწერით: „წარჩინებისათვის 1877 და 1878 წლების ოსმალეთის ომში“. გურიის ქვეითი რაზმი ომის დამთავრების შემდეგ უწოდეს. 1877 წელს მის საფუძველზე შეიქმნა კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის მესამე მსროლელთა რაზმი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში არის გურიის დრუჟინის მებრძოლთა საძმო სასაფლაო.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • Хроника кавказских войск, в 2-х частях, сост. А. Л. Гизетти, Тфл., 1896;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]