შინაარსზე გადასვლა

გურამ ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამ ქუთათელაძე
ფაილი:Guram Khita Kutateladze.jpg
დაიბადა 29 მარტი, 1924
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1979 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
მომზადება

მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო

სამხატვრო ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემია
ცნობილი ნამუშევრები ქართლის პეიზაჟები, გურია, შემოდგომა, ფიროსმანი

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე (დ. 29 მარტი, 1924, თბილისი ― გ. 29 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით კაკაბაძე, ხოლო 1946 წელს კვლავ ბრუნდება მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში, მისი მასწავლებელი ალექსანდრე ოსმიორკინი მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანების ბუბნოვი ვალეტის წევრი იყო. ამ მოძრაობის წევრებს სეზანისტებსაც ეძახდნენ.[1]

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში მთავარ თემას პეიზაჟი წარმოადგენდა. მან ჩამოაყალიბა პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია.[2][3]

ნამუშევრების არქივები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე კერძო კოლექციებში - კ. გლეიზერის კოლექცია, ბობ და მერიონ როტშილდების კოლექცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
  2. ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
  3. ანდრიაძე, დავით (2011) "ხიტა ქუთათელაძე". გვ.7-46. თბ. ISBN 978-9941-0-3189-2